მსოფლიოს ჩემპიონატი წყალბურთში ვაჟთა შორის
თავისი მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ, შედარებით გვიან, 1973 წლიდან დაიწყო. ჩემპიონატი ერთდროულად ტარდებოდა ცურვაში, წყალში ხტომაში, სინქრონულ ცურვაში და წყალბურთში. თავდაპირველად ჩემპიონატები იმართებოდა არეული ციკლით (2 წლიდან 5 წლამდე) და მხოლოდ 2001 წლიდა გადავიდა ორწლიან ცილზე.
ქართველი წყალბურთელები ადრე თითქმის ყოველთვის ხვდებოდნენ სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატები არ ტარდებოდა. 70-90-ან წლებში კი შედარებით იშვიათდ. და მაინც 1982 წელს თბილისის დინამოელი მიხეილ გიორგაძე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. იმავე წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გიორგი მშვენიერაძეც, რომელიც მოსკოვის გუნდში თამაშობდა. მანამდე 1973 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ნუგზარ მშვენიერაძე (ისიც მოსკოვურ კლუბში გამოდიოდა). 2001 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი გახდა რევაზ ჩომახიძე.
ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Водное поло. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1986
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- fina.org - Official FINA website
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- შედეგების არქივი